Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელი ბოლოს ბერძნულ იონიკოსში ირიცხებოდა
  • 18 წლის ტალანტს უკვე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები

18 წლის ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ბოლოს ბერძნულ იონიკოსში ირიცხებოდა, საქართველოში დაბრუნდა და დღეს, რუსთავის მაისურით ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალზე ითამაშა.

რუსთაველებმა მგზავრებს 87:70 სძლიეს, რატიმ კი მოედანზე 26:14 წუთი გაატარა და 9 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 8 ჩაჭრა მოაგროვა.

ანდრონიკაშვილმა 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, რუსთავმა მეტოქეზე 18 ქულით მეტი ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ ნიჭიერი ქართველი გამთამაშებელი საბერძნეთში წასვლამდე ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში თამაშობდა, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით კი, ეროვნულ ნაკრებში უკვე 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები