Thumbnail
  • უეფამ მკითხველთა ვერსით, გასული წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
  • 11 რჩეულს შორის 5 ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლივერპულიდანაა
  • გუნდის შეტევის ხაზი მრისხანეა - მესი, რონალდო, ლევანდოვსკი და მანე

უეფამ გასული 2019 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც ტრადიციულად, გულშემატკივრების ვერსიით შეადგინა. 

გუნდის შესადგენად, გულშემატკივრები უეფას ოფიციალურ საიტზე სასურველ ფეხბურთელებს ხმას 26 ნოემბრიდან აძლევდნენ. სიმბოლურის პრეტენდენტად ევროპის 50 წამყვანი ფეხბურთელი იყო წარდგენილი, საიტის მომხმარებლებს კი გუნდის სქემა და 11 რჩეული, 5 მეკარიდან, 15 მცველიდან, 15 ნახევარმცელიდან და 15 თავდამსხმელიდან უნდა შეერჩიათ. თვენახევრის განმავლობაში უეფას გამოკითხვაში 2 მილიონზე მეტი ხმა დაფიქსირდა.

უეფას 2019 წლის სიმბოლურ გუნდში ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის გამარჯვებული გუნდიდან - ლივერპულიდან მოხვდა. 

უეფას 2019 წლის გუნდი

მეკარე: ალისონ ბეკერი (ლივერპული)

მცველები: ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (ლივერპული), მატეის დე ლიხტი (აიაქსი/იუვენტუსი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული).

ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი (აიაქსი/ბარსელონა), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), სადიო მანე (ლივერპული).

კომენტარები

ბოლო ამბები