Thumbnail

იარომირ იაგრი 47 წლისაა და ჯერ კიდევ ფორმაშია! 5 დეკადა დიდ ჰოკეიში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იარომირ იაგრი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და საუკეთესო ფორმაშია
  • 47 წლის ლეგენდა ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობს

იარომირ იაგრი ჰოკეის ჯერ კიდევ პროფესიონალის დონეზე თამაშობს და გრანდიოზული კარიერის ახალ განსაკუთრებულ საფეხურს მიაღწია.

ჰოკეის უკვე 47 წლისაა და NHL-დან წასვლის შემდეგ, მშობლიურ კლუბში, კლადნოში თამაშობს. ეს ჩეხეთის უმაღლესი ლიგაა!

კვირას, იაგრი თვენახევრიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და პირველივე თამაშში 4 Scorer-ქულა დააგროვა. ამაზე უფრო დაუჯერებელი და განსაკუთრებული მოვლენა კი ის არის, რომ იგი გახდა მეორე მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც 5 სხვადასხვა დეკადაში (!) ითამაშა. იაგრამდე ეს ლეგენდარულმა გორდი ჰოუიმ შეძლო.

იარომირ იაგრმა პირველი მატჩი პროფესიონალურ დონეზე 1988-89 წლების სეზონში ჩაატარა. მერე იყო დაუვიწყარი წლები NHL-ში, სადაც ბოლო სეზონი 2017/2018 წლებში ჰქონდა. მას მერე კი კლადნოშია და როგორც ხედავთ, 47 წლის ასაკშიც კი ფორმაშია. იაგრმა მშობლიური კლუბი წინა სეზონში ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა და ამ სეზონში 22 მატჩის შემდეგ 19 Scorer-ქულა აქვს.

📺 ვიდეო: იაგრის გოლი დაბრუნების შემდეგ

კომენტარები

ბოლო ამბები