Thumbnail
  • იბეროსტარ ტენერიფე 84:89 ნიმბურკი
  • ტენერიფესაც და ნიმბურკსაც ლიგის პლეი ოფი განაღდებული აქვთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე კანარის კუნძულებზე ჩეხურ ნიმბურკთან დამარცხდა, სადაც ახლახან მაიკლ დიქსონი გადავიდა. ნაკრების ახლანდელი და ყოფილი მოთამაშეების დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა - 89:84. 

ტენერიფე სულ მეორედ დამარცხდა ამ ტურნირზე და ისევ ნიმბურკთან. ორივე გუნდი ჯგუფს 9-2 ბალანსით ლიდერობს და პლეი ოფი გარანტირებული აქვს. 

დიქსონი კანარის კუნძულებზე საუკეთესო იყო

გიორგი შერმადინმა 26:34 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა. დიქსონი კი მატჩის ბომბარდირი გახდა 21 ქულით. მის ანგარიშზეა 6 პასი და 4 მოხსნა. 

მაიკლ დიქსონი 24 მარგი ქმედების კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

ტენერიფე 22 იანვარს თურქეთში გაზიანთეფს შეხვდება, ხოლო ნიმბურკი ნიჟნი ნოვგოროდს უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები