Thumbnail

პარმას ქომაგების პროტესტი - იუვენტუსთან მატჩის ბილეთები ძვირია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პარმას ქომაგების პროტესტი კლუბის ხელმძღვანელობას
  • იუვენტუსთან მატჩის ბილეთები მინიმუმ 43 ევრო ღირს

იტალიური პარმა ტურინის იუვენტუსთან ყველაზე იაფ ბილეთს 43 ევროდ ყიდის, რამაც ქომაგების გაბრაზება გამოიწვია. პარმას ქომაგების ოფიციალური განცხადება parmafansworldwide-მა გაავრცელა, სადაც წერია, რომ ბილეთის სიძვირის გამო, Boys Parma 1977 და კლუბის ქომაგთა რამდენიმე წევრი მატჩს არ დაესწრება.

ორივე ფანკლუბი ბილეთებს არ შეიძენს და თანხას, რომელიც ბილეთში უნდა გადაეხადათ პარმას ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადარიცხავენ.

შარშან, პარმამ იუვენტუსთან მატჩის ბილეთები 187 ევროდ გაყიდა - მაშინ, როცა სხვა მატჩებზე ამ ბილეთების ფასი მხოლოდ 25 ევრო იყო, თუმცა იმ პერიოდში ბილეთების გაძვირება რონალდოს ტრანსფერმა გამოიწვია.

კომენტარები

ბოლო ამბები