Thumbnail
  • რევაზ ჩომახიძის კომენტარი საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ
  • ანდრია ბითაძე და მიხეილ ბაღათურია მატჩზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი სენსაციურად მოიგო, საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა.

გთავაზობთ ნაკრების თავკაცისა და წყალბურთელების კომენტარებს მატჩის შემდეგ:

რევაზ ჩომახიძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ფრანგებთან ძალიან მძიმე თამაში იყო, ჩვენმა გუნდმა ბოლომდე გაძლო და მიზანს მიაღწია. პირიქით, გადამწყვეტი უპირატესობა ბოლოსკენ მოვიპოვეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ მაღალ ტემპს გავუძელით.

რაც შეეხება უშუალოდ შედეგს, ეს ჩვენთვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ევროპის პირველობაზე 12 გუნდში მოვხვდით! მაგრამ ამით ევროპის ჩემპიონატი არ მთავრდება. ეს განწყობა ტურნირის ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ".

ანდრია ბითაძე (საქართველოს ნაკრები): "ჩვენთვის ეს თამაში სეზონში უმთავრესი იყო. ვულოვავ მოთამაშეებს, მწვრთნელებს და მთელს საქართველოს. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. შემდეგი მიზანი უკვე 8 გუნდში მოხვედრაა, რაც ავტომატურად მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას ნიშნავს".

მიხეილ ბაღათურია (საქართველოს ნაკრები): "დიდი მადლობა ყველას ვისაც ჩვენი სჯეროდა. ეს ქართული წყალბურთისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომლისთვისაც ბევრს ვემზადებოდით". 

შეგახსენებთ, რომ D ჯგუფში ჩვენი მეტოქეები არიან იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებებიც. ჯგუფის გამარჯვებული 1/4 ფინალში გადის, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები პლეი-ოფში ჩაერთვებიან. მომდევნო მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება (16 იანვარი. 19:00).

კომენტარები

ბოლო ამბები