Thumbnail

'გუშინ ძროხებთან ერთად ვსეირნობდი, დღეს ბარსას მწვრთნელი ვარ' - კიკე სეტიენი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

61 წლის ბეტისის ყოფილი მწვრთნელი - კიკე სეტიენი დღეს ბარსელონამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგინა, მას შემდეგ რაც კატალონიელებმა ერნესტო ვალვერდე გაათავისუფლეს.

"გუშინ მშობლიურ ქალაქში ძროხებით გარშემორტყმული ვსეირნობდი, დღეს კი ბარსელონას მწვრთნელი ვარ და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებს ვწვრთნი" - ამბობს სეტიენი.

"ჩემი მიზანია ყველაფრის მოგება, ყველაფრის სადაც ვთამაშობთ, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს... მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ კარგი ფეხბურთის თამაშით, ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ ვეცდებით."

კომენტარები

ბოლო ამბები