Thumbnail

სამხრეთაფრიკელი მწვრთნელი ბორჯღალოსნებში - სვანიძის განცხადება

  • გოჩა სვანიძის გამარჯვების შემთხვევაში, ნაკრებს სამხრეთაფრიკელი მწვრთნელი ეყოლება
  • სვის დე ბრუინი ლაიონზთან ერთად სუპერ რაგბის ფინალში 3-ჯერ გავიდა

სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ''ბორჯღალოსნებს'' 59 წლის სამხრეთაფრიკელი მწვრთნელი,  სვის დე ბრუინი გაწვთნის, რაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმაც დაადასტურა. გოჩა სვანიძის განცხადებით, ეროვნულ ნაკრებს გადახალისება სჭირდება - ნაკრებმა შემტევი რაგბი უნდა ითამაშოს.

სწორედ ამიტომ, სვანიძე ნაკრებში სვის დე ბრუინის კანდიდატურას განიხილავს. ის ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, სვის დე ბრუინი ''ბორჯღალოსნებს'' მაისში ჩაიბარებს.

სვის დე ბრუინმა მისი სამწვრთნელო კარიერა შარკსის აკადემიაში 1996 წელს დაიწყო, რის შემდეგაც ვაილდბითსა და გრიქვაზში მუშაობდა. 2001 წელს ის სამხრეთ აფრიკის 21-წლამდე ნაკრებში დანიშნეს.

დე ბრუინი შარკსში 2004 წელს დაბრუნდა და იქ 8 წელი იმუშავა. სამხრეთაფრიკულ ლაიონზთან ერთად სუპერ რაგბის ფინალი 3-ჯერ წააგო. ბოლოს კი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში შეტევის მწვრთნელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები