Thumbnail

პუსეტო ინგლისში - უდინეზეს შემტევი უოტფორდში ითამაშებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იგნასიო პუსეტო უოტფორდში ითამაშებს
  • უდინეზეს და უოტფორდს საერთო მფლობელი ჰყავს...

ნაიჯელ პირსონის უოტფორდმა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე პირველი შენაძენი გააკეთა, სამხრეთელებმა 8 მილიონად უდინეზეს იგნასიო პუსეტო დაიმატეს.

ორივე გუნდი - უოტფორდიც და უდინეზეც ერთ მფლობელს - პოცოს ოჯახს ეკუთვნის, აქედან გამომდინარე ორ გუნდს შორის არაერთი ტრანსფერი მომხდარა...

სტეფანო ოკაკა და კენ სემა ამის კარგი მაგალითი არიან. გუნდში ნაიჯელ პირსონის მოსვლის შემდეგ სათამაშო ფორმა საგრძნობლად გაუმჯობესდა, გუნდს დეკემბერში ლივერპულთან მარცხის შემდეგ არ წაუგია.

უოტფორდი ამჟამად 22 ტურის შემდეგ, 22 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას ერთი ქულა აშორებს.

კომენტარები

ბოლო ამბები