Thumbnail

'თურქეთში მოღალატეს და ტერორისტს მიწოდებენ' - ჰაქან შუქური ტაქსისტად მუშაობს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თურქეთის მთავრობისგან დევნილი ჰაქან შუქური ამერიკაში ცხოვრობს
  • მან სამუშაო ადგილი შეიცვალა და ახლა ტაქსის მძღოლად მუშაობს

თურქეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰაქან შუქური ამერიკაში ცხოვრობს და სამშობლოში დაბრუნება სურს, რასაც თურქეთის ამჟამინდელ მთავრობასთან არსებული კონფლიქტის გამო ვერ ახერხებს.

პოპსპორტმა შუქურის ვრცელი ინტერვიუ, რომელიც მან ნიუ იორკ თაიმსს მისცა, ერთი წლის წინ გამოაქვეყნა. შუქური მაშინ ამერიკაში ერთ-ერთ კაფეში მუშაობდა.

ჰაკანთან ბოლო ინტერვიუ WELT AM SONNTAG-მა ჩაწერა, სადაც თურქმა ახალი სამსახურის შესახებ ისაუბრა.

"ვცხოვრობ ამერიკაში. ვმუშაობ იუბერში (ტაქსის კომპანია), რათა თავი ვირჩინო. მათ მამაჩემი დააპატიმრეს და ჩემს ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს. არაფერი აღარ დამრჩა. ერდოღანმა ყველაფერი წამართვა: თავისუფლება, მუშაობის უფლება, მან საკუთარი თავი წამართვა. შეუძლიათ დამისახელონ ის დანაშაული, რომელიც ჩავიდინე? არა, ეს არ შეუძლიათ. უბრალოდ ტერორისტს და მოღალატეს მეძახიან." - განახადა შუქურმა ინტერვიუში.

ჰაქანმა 2000 წელს გალათასარაისთან ერთად უეფას თასი მოიგო, ხოლო 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები