Thumbnail

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა - D ჯგუფის პირველ ტურში საფრანგეთს დაუპირისპირდა და 9:7 გაიმარჯვა.

გიორგი მაგრაქველიძე ფრანგების კარში გატანილ გოლს ზეიმობს

პირველი მეოთხედი საფრანგეთის ნაკრებმა 3:2 მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედში იმავე ანგარიშით რევაზ ჩომახიძის ნაკრებმა გაიმარჯვა. გადამწყვეტი ბოლო მეოთხედში, რევაზ იმნაიშვილი გოლი და ბორის ვაპენსკის ხუთმეტრიანი გამოდგა, რომლის წყალობითაც გუნდი 2 ბურთის სხვაობით დაწინაურდა და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. 

საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ პირველი მეოთხედი დათმო

შეგახსენებთ, რომ D ჯგუფში ჩვენი მეტოქეები არიან იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებებიც. ჯგუფის გამარჯვებული 1/4 ფინალში გადის, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები პლეი-ოფში ჩაერთვებიან. მომდევნო მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება (16 იანვარი. 19:00). 

საქართველო 9:7 საფრანგეთი

2:3, 3:2, 2:1, 2:1 

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, ცრეპულია, იმნაიშვილი (1), ბითაძე (1), იელაჩა, ჯახაია (1), ბაღათურია (1), რურუა, მაგრაქველიძე (1), ბარალდი (1), ვაპენსკი (3)

კომენტარები

ბოლო ამბები