Thumbnail

'საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი' - 17 წლის ბრაზილიელი დინამო ბათუმში

  • დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის ემზადება
  • გია გეგუჩაძის გუნდში ბრაზილიელი ახალწვეულია

დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის ემზადება. გია გეგუჩაძის გუნდმა რამდენიმე დღე ბათუმში ივარჯიშა, რასაც თბილისური შეკრება მოჰყვა, 23 იანვრიდან კი თურქული შეკრებაა დაგეგმილი. ბათუმურ გუნდს 17 წლის ბრაზილიელი ტალანტი ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზა შეუერთდა, რომელიც ბრაზილიური ბაიას წევრი იყო. როგორც პოპსპორტთან საუბარში დინამო ბათუმის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, ჟულიოს მიმართ არაერთი ევროპული კლუბი იჩენდა ინტერესს, მათ შორის რომა, ანდერლეხტი და სტანდარდი.

ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზა დინამო ბათუმთან 1+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს

17 წლის ტალანტი ახალი სეზონისთვის ბათუმურ გუნდთან ერთად ემზადება. მასთან 1+1 სისტემის კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილია. ჟულიომ პირველი შთაბეჭდილებები პოპსპორტს გაუზიარა, კომენტარი მისმა თანამემამულემ, დინამოს ლიდერმა ფლამარიონ ჯოვინომაც გააკეთა.

ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზა (დინამო ბათუმი)

“პირველი დღეა და ვფიქრობ, რომ ადაპტაციას მალე გავივლი. ძალიან მომეწონა ვარჯიში და კმაყოფილი ვარ. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილებაა და მინდა, რომ 2020 წელს დასახული მიზნები შევასრულო. სანამ ჩამოვიდოდი, საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. შორიდან ვიცნობდი ვაგნერს, რომელსაც ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. აგენტის დახმარებით გავეცანი ინფორმაციებს და ინტერნეტიც დამეხმარა”.

ფლამარიონ ჯოვინო (დინამო ბათუმი)

“ჟულიოს აქამდე არ ვიცნობდი, თუმცა ერთი აგენტი გვყავს და როდესაც გავიგე, რომ კიდევ ერთი ბრაზილიელი ჩამოდიოდა, დავინტერესდი და ინფორმაციები მოვიძიე. დღესაც ვნახე ვარჯიშზე და ნამდვილად შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. რა თქმა უნდა, მიხარია რომ კიდევ ერთი ჩემი თანამემამულე შემოგვიერთდა”.

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

კომენტარები

ბოლო ამბები