Thumbnail
  • დინამო ბათუმი თბილისში ვარჯიშობს, წინ 2 თურქული შეკრებაა
  • გია გეგუჩაძემ და ფეხბურთელებმა სამზადისის და მიზნების შესახებ ისაუბრეს

დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის ემზადება. სანამ გუნდი პირველ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, ვარჯიშები თბილისში მიმდინარეობს. გუნდში ახალწვეულები არიან, მათ მიმართ  გულშემატკივრებს განსაკუთრებული ინტერესი აქვთ. პირველ თბილისურ ვარჯიშში მათე ცინცაძემ, ვაგნერ გონსალვეშმა და 17 წლის ბრაზილიელმა ტალანტმა, ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზამ მიიღეს მონაწილეობა.

წაიკითხე | 'საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი' - 17 წლის ბრაზილიელი დინამო ბათუმში

დინამო ბათუმი თბილისში 21 იანვრამდე დარჩება და ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 20-ში გია გეგუჩაძის გუნდი დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გორის დილას დაუპირისპირდება. რაც შეეხება პირველ თურქულ შეკრებას, იქ 3 ტესტ-მატჩია დაგეგმილი. 25 იანვარს მეტოქე კრაკოვის ვისლა იქნება, 29-ში დინამოელები მოედანზე სერბული რადნიჩკის წინააღმდეგ გავლენ, მესამე სპარინგ პარტნიორის ვინაობა ჯერ უცნობია.

თბილისის შეკრება - პირველი ვარჯიში

📹 თბილისში შეკრება დავიწყეთ, 20 იანვარს გორის დილას ვეთამაშებით #FCDB

Posted by FC Dinamo Batumi on სამშაბათი, 14 იანვარი, 2020

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი)

“დავიწყეთ სამზადისი ახალი სეზონისთვის და მშვენიერი განწყობა გვაქვს. არის ცვლილებები, დავიმატეთ რამდენიმე ფეხბურთელი, კიდევ ველოდებით ტრანსფერებს, რის შესახებაც სრულყოფილ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით გულშემატკივრებს. მზადება ბათუმში დავიწყეთ, ერთი კვირა თბილისში მოვემზადებით და 23 იანვრიდან უკვე თურქეთში გავაგრძელებთ საწვრთნელ პროცესს. ანტალიაში 12 დღეს დავყობთ და გვექნება 3 ამხანაგური მატჩი. შემდეგ ბათუმში დავბრუნდებით, რასაც მოჰყვება კიდევ ერთი შეკრება ისევ თურქეთში, სადაც ორი კვირა დავრჩებით და 4-5 ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ. ვეცდებით, ნაყოფიერად გამოვიყენოთ ეს ორი შეკრება, გავითვალისწინოთ წარსული შეცდომები და ახალ სეზონში კიდევ უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ. მით უმეტეს, ახალ სტადიონზე მოგვიწევს თამაში, რაც დიდი სტიმულია ფეხბურთელებისთვის”.

მიხეილ ალავიძე (დინამო ბათუმი)

“მზად ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად შრომისთვის და შემდეგ, ხანგრძლივი სეზონისთვის. რამდენიმე დღე ბათუმში ვივარჯიშეთ, უკვე თბილისში ვართ და შემდეგ თურქული შეკრება გველოდება. პოზიტიური განწყობა გვაქვს, ახალი სეზონისთვის ვემზადებით. ახალი ფეხბურთელები გვყავს. მათე ცინცაძეს ვიცნობდი, ვაგნერი ჩვენ ჩემპიონატში თამაშობდა და ასევე ვიცოდი მის შესახებ. მეგობრული გუნდი ვართ და დარწმუნებული ვარ, არ გაუჭირდებათ ადაპტაცია. თბილისში ერთი ამხანაგური მატჩი გვიწევს და შემდეგ თურქეთში გავემგზავრებით, სადაც ყოველთვის კარგი პირობებია სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესის გასავლელად”.

მათე ცინცაძე (დინამო ბათუმი)

“ვიცოდი, სად მოვდიოდი და ვინ დამხვდებოდა. ვგულისხმობ როგორც ფეხბურთელებს, ისე მწვრთნელებს და გულშემატკივრებს. გუნდში ძალიან კარგი გარემოა და ყველა მეხმარება, რომ მალე გავიარო ადაპტაცია. გასული სეზონის ბოლო ტურებში დინამო ბათუმს არ გაუმართლა და მეორე ადგილს დასჯერდა, თუმცა წელს კიდევ უფრო მეტის მოლოდინი იქნება, პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონები გავხდებით. ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივარია, ბათუმში კი ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს და მათ იმედებს არ გავუცრუებთ”.

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

📸 დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისში

კომენტარები

ბოლო ამბები