Thumbnail

აზერბაიჯანიდან იტალიაში - ასმირ ბეგოვიჩი მილანში ითამაშებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბეგოვიჩი მილანში ითამაშებს
  • ბოსნიელი მეკარე კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება

პრემიერლიგის სამხრეთ ინგლისური გუნდის - ბორნმუთის ბოსნიელი მეკარე ასმირ ბეგოვიჩი განათხოვრების წესით მილანში ითამაშებს.

მილანს სათადარიგო მეკარე მას შემდეგ დაჭირდა, რაც კლუბმა ესპანელი პეპე რეინა სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით ასტონ ვილაში გაუშვა.

32 წლის ბეგოვიჩმა სხვადასხვა დროს პორტსმუთში, სტოკ სიტიში, ჩელსიში და ბორნმუთში ითამაშა, გასული წრე კი აზერბაიჯანულ ყარაბახში ითამაშა.

ბეგოვიჩი ბორნმუთის ძირითადი შემადგენლობიდან 21 წლის ინგლისელმა - აარონ რამსდეილმა ამოაგდო, ხოლო მეორე მეკარედ ედი ჰოუმ მარკ ტავარესი დაასახელა.

კომენტარები

ბოლო ამბები