Thumbnail

ჩაქვში ძალოსნობის ბაზის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გათვალისწინებულია თანამედროვე ტიპის 3-სართულიანი ბაზის მშენებლობა
  • პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს ტრიბუნებით
  • მეორე სართული დაეთმობა სასადილო ზონას, მოსასვენებელ სივრცესა და ოფისებს
  • მესამე სართულზე გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზი და  სასტუმრო ზონა

დაბა ჩაქვში ძალოსნობის ბაზა აშენდება, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებულია თანამედროვე ტიპის 3-სართულიანი ძალოსანთა ბაზის მშენებლობა. 

ბაზის პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს მაყურებლებისთვის განკუთვნილი ტრიბუნებით. ასევე გათვალისწინებულია საშხაპეები, საუნა, გასახდელები და სველი წერტილები. ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია და შშმ პირებს როგორც სპორტსმენებს, ასევე მაყურებლებს სრულფასოვნად შეუძლიათ ისარგებლონ ყველა სახის მომსახურებით. 

მეორე სართული დაეთმობა სასადილო ზონას, მოსასვენებელ სივრცესა და ოფისებს. მესამე სართულზე პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზი და  სასტუმრო ზონა, სადაც არანაკლებ 10 სასტუმრო ოთახი მოეწყობა. მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება.

ასეთი იქნება ძალოსნობის ბაზა

ასეთი იქნება ძალოსნობის ბაზა

ასეთი იქნება ძალოსნობის ბაზა

კომენტარები

ბოლო ამბები