Thumbnail
  • ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი 42 წლისაა!
  • იტალიურმა მილანმა კახა კალაძეს იუბილე მიულოცა 
  • ქართველი ფეხბურთელი მილანის ღირსებას 2001-2010 წლებში იცავდა.

ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე იუბილარია. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი 42 წლის გახდა!

კახა კალაძემ კარიერის საუკეთესო წლები მილანში გაატარა და იტალიური გუნდის შემადგენლობაში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. 

მილანთან ერთად კახამ იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო. კიდევ უფრო წარმატებული იყო საერთაშორისო ასპარეზზე: ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპის სუპერთასი და ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. მილანმა სოციალური ქსელების საშუალებით, კალაძეს იუბილე მიულოცა.

კახა კალაძე მილანის დიდების დარბაზშია შეყვანილი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 1996-2011 წლებში თამაშობდა და 83 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები