Thumbnail
  • სპარტაკის ქართველი ლეგიონერი კიდევ ერთ რუსულ კლუბს სურს
  • 27 წლის ქართველი ნახევარმცველის იჯარით ტამბოვიც ინტერესდება
  • ტამბოველები ანანიძის ტრანსფერით 20 იანვრიდან დაკავდებიან

დიდი ალბათობით, ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკს ამ ზამთარსვე დატოვებს, რუსული მედია კი მის მსურველ კიდევ ერთ კლუბზე წერს. ცნობილია, რომ სპარტაკი აბუ დაბიში შეკრებაზე 27 წლის ქართველი ნახევარმცველის გარეშე გაემგზავრა, ჯანოს მომავალს კი ამჯერად ტამბოვს უკავშირებენ, რომელსაც რუსეთის ჩემპიონატში ჩატარებული 19 მატჩის შემდეგ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა. 

მანამდე დაიწერა, რომ ჯანო ანანიძის დამატებით თურქული დენიზლისფორი და ტულის არსენალი ინტერესდებიან.

📋 მეტი ამ თემაზე:

რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტი ტამბოვი ჯანო ანანიძის იჯარით აყვანის შესაძლებლობას განიხილავს და მოლაპარაკებების დაწყებას 20 იანვრიდან აპირებს. ამის შესახებ ТАСС-ს კლუბის სპორტულმა დირექტორმა პაველ ხუდიაკოვმა განუცხადა.

"ჩვენ ის გვაინტერესებს და ჯერჯერობით მხოლოდ ზედაპირული საუბარი გვქონდა. ახლა ჯანო წინადადებას თურქეთიდან ელოდება და თუკი არაფერი გამოვა, 20 იანვარის შემდეგ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. ოღონდ, მხოლოდ იჯარის თაობაზე, რადგან მას არანორმალური ხელფასი აქვს. ყველაფერი ცნობილი 20 რიცხვისთვის გახდება. ჯერჯერობით კი საკითხი მხოლოდ ჩვენი სურვილებისა და ხმების დონეზეა", - ამბობს ტამბოვის წარმომადგენელი.

ჯანოს კლუბის შეცვლა ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე სჭირდება

ჯანო ანანიძემ, რომელსაც სპარტაკში არასაკმარისი სათამაშო დრო ეძლევა, გასული წლის მიწურულს მოსკოვურ კლუბს გაშვება თავად მოსთხოვა. დაიწერა, რომ სპარტაკს ქართველის გაყიდვა არ სურს, მისი სხვა კლუბში იჯარით გადასვლის შემთხვევაში კი, მზად იქნება, ხელფასის ნაწილი დაფაროს, რომელიც წელიწადში 1,7 მილიონ ევროს შეადგენს.

📋 მეტი ამ თემაზე:

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკის ღირსებას 2009 წლიდან იცავს, იჯარით სხვა კლუბში კი ორჯერ უკვე იყო წასული - ჯერ როსტოვში, შემდეგ კი სამარის კრილია სოვეტოვში. მიმდინარე სეზონში ჯანომ სპარტაკის მაისურით ყველა ტურნირის 10 მატჩში ითამაშა, მაგრამ შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

კომენტარები

ბოლო ამბები