Thumbnail

საბურთალოს პირველი შეკრება - გია ცეცაძემ თურქეთში 23 ფეხბურთელი წაიყვანა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩების გამართვა არ იგეგმება
  • მეორე შეკრებას თბილისური გუნდი ვალენსიაში გაივლის

14 იანვრიდან, საბურთალო თურქეთის ქალაქ სიდეში გააგრძელებს ახალი სეზონისთვის მზადებას. ფეხბურთელები ფიზიკური კონდიციების ამაღლებას დაუთმობენ დროს, ამხანაგური მატჩების გამართვა კი არ იგეგმება. გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, გუნდი თურქეთში 23 იანვრამდე დარჩება, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს მზადებას. დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს თბილისელები 1-14 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაივლიან, სადაც რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავენ.

თურქეთში ცეცაძის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია. საბურთალოს დაუბრუნდნენ იჯარით განათხოვრებული ფეხბურთელები: ცოტნე ნადარაია და გურამ გოშთელიანი. გასულ წელს, ნადარაია ტორპედოში, გოშთელიანი კი დილაში ასპარეზობდა. შეკრებაზეა ბექა ხარაიშვილი, რომელიც კლუბის აკადემიის აღზრდილია და საბურთალო-2 ღირსებას იცავდა. თურქეთში მიემგზავრება ლევან მაჭარაშვილი, ვინც ბოლოს სომხეთის ჩემპიონატში, ლორიში ასპარეზობდა. ასევე, გუნდთან ერთადაა 28 წლის მეკარე დავით კუპატაძე, რომლის ბოლო კლუბი ტაჯიკეთის ხუჯანდა იყო.

საბურთალოს შემადგენლობა თურქულ შეკრებაზე

ლაზარე კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, დავით კუპატაძე, ბექა ქავთარაძე, იური ტაბატაძე, ლევან მაჭარაშვილი, ანრი ჭიჭინაძე, თედორე გრიგალაშვილი, ცოტნე ნადარაია, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ბექა ხარაიშვილი, გიორგი გულიაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ნიკოლოზ მალი, გიორგი კოხრეიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გურამ გოშთელიანი, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ლევან კაკუბავა, ლევან ყენია, გიორგი გაბედავა.

კომენტარები

ბოლო ამბები