Thumbnail

'საქართველო მზარდი ძალაა' - უელსელთა მწვრთნელი მეტოქეებს აფასებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უელსის 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მეტოქეები შეაფასა
  • გარეთ უილიამსი ფიქრობს, რომ საქართველომ ამ დონეზე ძალიან მოუმატა

2020 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან და უელსთან მოხვდა. სამივე ნაკრები ძალიან რთული მეტოქეა და ''უმცროს ბორჯღალოსნებს'' ჯგუფში დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ უილიამსმა მეტოქეების შესახებ ისაუბრა და სამივე ნაკრები დაახასიათა. უელსის რაგბის კავშირმა კი დაწერა, რომ უელსს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი გამოწვევა ელის. სუპერ ნაკრებებთან ერთად მათ საქართველოსთან უწევთ დაპირისპირება, რომელიც მზარდი ძალაა.

გარეთ უილიამსი: ექვსი ერის ასაკობრივი ტურნირი დიდ როლს თამაშობს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებაში. საქართველო რთული მეტოქეა, რომელსაც უკვე დიდი ისტორია აქვს ამ ტურნირზე. ახალი ზელანდიის რეკორდის შეხსენება არავის სჭირდება. ავსტრალიის თამაში შარშანდელ ტურნირზე საოცარი იყო.

ასეთ ნაკრებებთან ასპარეზობა ძალიან დაგვეხმარება, რათა ახალგაზრდა უელსელი მოთამაშეები მაღალი დონის მორაგბეებად ჩამოყალიბდნენ. საინტერესო ტურნირი გველის.

საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის 4-წლიან ისტორიაში უელსს მხოლოდ ერთხელ შეხვდა. პირველ ტურნირზე, 2015 წელს, უელსმა ''უმცროს ბორჯღალოსნებს'' მძიმე ბრძოლაში 10:9 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები