Thumbnail

'VISCA ბარსა და VISCA კატალონია!' - ერნესტო ვალვერდე ბარსელონას ასე დაემშვიდობა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ერნესტო ვალვერდეს გამოსამშვიდობებელი წერილი ბარსელონას
  • 55 წლის ბასკი სპეციალისტი კატალონიური კლუბის მადლობელია

ბარსელონას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა. წერილი კატალონიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.

ერნესტო ვალვერდემ კატალონიურ გუნდში დიდი გამოცდილება მიიღო

"ძვირფასო გულშემატკივრებო, ბარსელონას მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემი ეტაპი დასრულდა. უკან მორჩა ძალიან დაძაბული ორნახევარი სეზონი. ამ ხნის განმავლობაში მქონდა გამარჯვებები და ძალიან ბედნიერი მომენტები. ასევე იყო რთული პერიოდებიც, მაგრამ აღვნიშნავ იმას, რომ მივიღე გამოცდილება და შევეჩვიე ამ კლუბს.

მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენ ხოსეპ მარია ბარტომეუს და დირექტორთა საბჭოს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ბოძებული ნდობისა და იმისთვის, რომ შესაძლებლობა მომცეს, მეხელმძღვანელა ამ გუნდისთვის. 

📋 მეტი ამ თემაზე:

ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც კლუბში მხარში მედგა აქ გატარებული 2,5 სეზონის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ასევე მადლიერი ვარ ფეხბურთელების, გაწეული სამსახურისა და ძალისხმევისთვის, რომელმაც ოთხი ტიტულის მოპოვების საშუალება მოგვცა. მომავალშიც გისურვებთ წარმატებებს ახალ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენთან ერთად 
 
VISCA ბარსა და VISCA კატალონია", - წერს ვალვერდე.

კიკე სეტიენმა ბარსელონაში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა

55 წლის ერნესტო ვალვერდემ ბარსელონა 2017 წლის მაისში ჩაიბარა და გუნდს ორჯერ ლა ლიგა (2017/18 და 2018/19 წლების სეზონებში), თითოჯერ კი ესპანეთის თასი (2017/18) და სუპერთასი (2018) მოაგებინა.

ბასკი სპეციალისტი კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ესპანეთის სუპერთასზე, მადრიდის ატლეტიკოსთან დამარცხების (2:3) შემდეგ გაათავისუფლეს.

ბარსელონას ახალ მთავარ მწრთნელად 61 წლის კიკე სეტიენი დაინიშნა, რომელსაც კლუბი ოფიციალურად უახლოეს მომავალში წარადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები