Thumbnail

პირველი ტრანსგენდერი ფეხბურთელი არგენტინის ქალთა უმაღლეს ლიგაში

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • მარა გომესი ვილა სან კარლოსის ფეხბურთელია
  • არგენტინელი სამოყვარულო ლიგაში თამაშობდა

არგენტინის ქალთა ლიგის, იგივე პრიმერა დივიზია A-ს კლუბმა ვილა სან კარლოსმა მარა გომესი დაიმატა. იგი არის პირველი ტრანსგენდერი ფეხბურთელი, რომელიც არგენტინის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

22 წლის ფეხბურთელი აქამდე სამოყვარულო ლიგაში ასპარეზობდა. მარამ მალვინასის რიგებში ორჯერ შეძლო ტიტულის მოგება და გახდა კლუბის ბომბარდირი. ფეხბურთელს ხშირად აკრიტიკებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მას სხვა ქალებთან შედარებით უპირატესობები ექნებოდა, თუმცა თავად მარა ამას არ ეთანხმება.

“ხშირი იყო დისკრიმინაცია და ძალადობა ჩემს მიმართ. ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტი, როდესაც სიცოცხლე აღარ მსურდა, რადგან ჩემი მომავლის მეშინოდა, თუმცა ფეხბურთი ჩემთვის თერაპია იყო. ფიზიკური განსხვავება არ არის რეალური. უამრავი ფეხბურთელი არსებობს, რომლებიც ჩემზე ბევრად ძლიერები და სწრაფები არიან, თუმცა ისინი მამაკაცები არ არიან. პროფესიონალურ ფეხბურთში ყოფნა წარმოადგენს ისტორიულ ბრძოლას, ისევე როგორც ქალთა ფეხბურთი იბრძოდა პროფესიონალიზაციისთვის. ჩვენ ვიბრძვით ისეთი ფეხბურთისთვის, სადაც ყველას შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა.” - განაცხადა გომესმა EN24-თან საუბრისას.

არგენტინელის გუნდი ცუდ მდგომარეობაშია. ვილა სან კარლოსი 10 ტურის შემდეგ 1 ქულით ბოლო, მე-17 ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის. მარა გომესის დებიუტი მომავალ თვეში შედგება, სადაც ვილა სან კარლოსი ჩემპიონატის ლიდერ ბოკა ხუნიორსს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები