Thumbnail

U20 | მსოფლიო რაგბიმ უმცროს ბორჯღალოსნებს მეტოქეები შეუცვალა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს
  • ჩვენი მეტოქეები 2019 წლის ივნისში ცნობილი იყო, მსოფლიო რაგბიმ გადანაწილება შეცვალა

2020 წელს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიაში გაიმართება. ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში ცნობილი იყო, თუ ვის შეხვდებოდნენ ''უმცროსი ბორჯღალოსნები''. საქართველოს მეტოქეები სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და მასპინძელი იტალია იქნებოდნენ.

მსოფლიო რაგბიმ ჯგუფების გადანწილება შეცვალა და საქართველო უფრო რთულ ჯგუფში მოხვდა, სადაც ''უმცროსი ბორჯღალოსნების'' მეტოქეები ახალი ზელანდია, ავსტრალია და უელსი იქნებიან.

ჯგუფებში გუნდები ასე გადანაწილდნენ

A ჯგუფი: საფრანგეთი, არგენტინა, ირლანდია, იაპონია.

B ჯგუფი: ავსტრალია, უელსი, ახალი ზელანდია, საქართველო

C ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ფიჯი, იტალია

საქართველოს მატჩების განრიგი

პირველი ტური, 28 ივნისი, 23:00  - ავსტრალია V საქართველო

მეორე ტური, 3 ივლისი, 20:30 - უელსი V საქართველო

მესამე ტური, 8 ივლისი, 20:00 - ახალი ზელანდია V საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები