Thumbnail

ბარსელონამ რეკორდი დაამყარა - ევროპის TOP 20 ყველაზე შემოსავლიანი კლუბი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კომპანია Deloitte-მა ევროპის ყველაზე შემოსავლიანი კლუბების რეიტინგი შეადგინა
  • რეიტინგის სათავეში ბარსელონაა, რომლის შემოსავალი შარშან რეკორდული იყო
  • მეორე და მესამე ადგილებს მადრიდის რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი იკავებენ 

საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Deloitte-ის ვერსით, ევროპის ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე საფეხბურთო ტოპკლუბების რეიტინგს ბარსელონა ლიდერობს. 

რეიტინგის პირველ ოცეულში მხოლოდ კონტინენტის ტოპ 5 უძლიერესი ლიგის გუნდები მოხვდნენ, საუკეთესო ათეულში კი ყველაზე მეტი - 5, ინგლისის პრემიერლიგის კლუბია. 2 - ესპანეთის ლა ლიგიდანაა, თითო კი - გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიგებიდან.

ევროპის 20-მა ყველაზე შემოსავლიანმა კლუბმა გასულ სეზონში ჯამში 9,3 მილიარდი ევრო გამოიმუშავა, რაც 11%-ით აღემატება გასული სეზონის ანალოგიურ მანჩველებელს (8,3 მილიარდი).

ბარსელონამ და ლიონელ მესიმ გასულ სეზონში ლა ლიგა მოიგეს

ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონებმა 2018/19 წლების სეზონში 840,8 მილიონი ევრო გამოიმუშავეს, რაც არამარტო საუკეთესო შედეგია, ევროპული კლუბებისთვის სარეკორდოცაა. იქამდე "ბებერი კონტინენტის" არცერთ კლუბს 800-მილიონიანი ნიშნულისთვის არ გადაუბიჯებია.

რაც შეეხება ბარსელონას მთავარ კონკურენტ რეალს, რომელმაც ლიდერობა დათმო და  მეორე ადგილზე ჩაინაცვლა, მადრიდული კლუბის წლიურმა შემოსავალმა 757,3 მილიონი ევრო შეადგინა. მესამეზე კი მანჩესტერ იუნაიტედია 711,5 მილიონით. 

ევროპის TOP 20 შემოსავლიანი კლუბი

1. ბარსელონა (ესპანეთი) - 840,8 მილიონი ევრო
2. რეალი (ესპანეთი) - 757,3
3. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) - 711,5
4. ბაიერნი (გერმანია) - 660,1
5. პსჟ (საფრანგეთი) - 635,9
6. მანჩესტერ სიტი (ინგლისი) - 610,6
7. ლივერპული (ინგლისი) - 604,7
8. ტოტენჰემი (ინგლისი) - 521,1
9. ჩელსი (ინგლისი) - 513,1
10. იუვენტუსი (იტალია) - 459,7
11. არსენალი (ინგლისი) - 445,6
12. დორტმუნდი (გერმანია) - 377,1
13. ატლეტიკო (ესპანეთი) - 367,6
14. ინტერი (იტალია) - 364,6
15. შალკე (გერმანია) - 324,8
16. რომა (იტალია) - 231
17. ლიონი (საფრანგეთი) - 220,8
18. ვესტ ჰემი (ინგლისი) - 216,4
19. ევერტონი (ინგლისი) - 213
20. ნაპოლი (იტალია) - 207,4.

კომენტარები

ბოლო ამბები