Thumbnail
  • იტალიის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.
  • ლუიჯი დი ბიაჯო ყველაფერს თავიდან იწყებს, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელებიც სჭირდება.
  • კიელინი და ბუფონი ნაკრებში ბრუნდებიან.

იტალიის ნაკრების ახალი, დროებითი მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დი ბიაჯო პირობას დებს, რომ “სკუადრა აძურა” მის ხელში ყველაფერს ნულიდან დაიწყებს. 46 წლის სპეციალისტს მიაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის დაკარგვის შემდეგ, მთლიანად იტალიურ ფეხბურთში ახალი ერა უნდა დაიწყოს. დი ბიაჯო საკუთარ თავს დროებით მწვრთნელს არ უწოდებს - იტალიის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე ის თავს ძალიან კარგად გრძნობს.

ლუიჯი დი ბიაჯო

დი ბიაჯო “აძურის” დამრიგებლის რანგში იტალიელი სპორტული ჟურნალისტების წინაშე პირველად წარსდგა. კოვერჩანოს ბაზაზე მან პრესკონფერენცია გამართა.

“ჩემი ერთადერთი მიზანი და სურვილი ის არის, რომ არსებული რესურსით საუკეთესო გუნდი შევკრა. მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენა იტალიური ფეხბურთისთვის ტრაგედიაა. ახლა მთავარია, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ,” - განაცხადა დი ბიაჯომ, რომელიც “სკუადრა აძურას” მარტში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში, არგენტინასთან და ინგლისთან უხელმძღვანელებს.

დი ბიაჯომ ბუფონი და კიელინი დააბრუნა

პრესკონფერენციაზე დი ბიაჯომ აღნიშნა, რომ ჯანლუიჯი ბუფონს სთხოვა, ნაკრებში კიდევ 2-3 მატჩი მაინც ჩაატაროს. შეგახსენებთ, რომ ჯიჯიმ სანაკრებო კარიერა შვედეთთან კრახის შემდეგ დაასრულა, თუმცა იტალიის ნაკრებში დაბრუნებას არ გამორიცხავდა. დი ბიაჯომ ისიც თქვა, რომ ჯორჯო კიელინიც მზადაა, ითამაშოს. "აძურის" დროებითი დამრიგებელი მარიო ბალოტელის გამოძახებასაც აპირებს.

“მინდა, რომ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავი გამომივიდეს. ახლა იტალიის ნაკრებს გამოცდილ მწვრთნელზე მეტად ისეთი პერსონა უფრო სჭირდება, ვინც ფეხბურთელებს სწორად შეარჩევს,” - განაცხადა დი ბიაჯომ, რომელსაც სამწვრთნელო კარიერაში დიდი გამოცდილება არ აქვს. შეგახსენებთ, რომ ლუიჯი იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა.

► ბუფონი: იტალიას ვჭირდები და მეც მზად ვარ! ჯიჯი ნაკრებში ბრუნდება

პარალელურად, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კი ნაკრებისთვის გამოცდილი მწვრთნელის ძებნას აგრძელებს. გამორიცხული არც ისაა, რომ დი ბიაჯო პოსტზე მარტში დაგეგმილი ტესტ-მატჩების შემდეგაც დატოვონ...

"ტალანტები აღარ არიან, ტალანტები!" - გულახდილი ინტერვიუ ჯიჯი ბუფონთან

კომენტარები

ბოლო ამბები