Thumbnail

ტოტის დარტყმა არსად წასულა - ეს გოლი რამდენჯერმე უნდა ნახო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიურ ფეხბურთის ლეგენდამ Lega Calcio 8-ის მატჩში ითამაშა
  • საჯარიმო დარტყმა მან ისე შეასრულა, როგორც ამას კარიერის პიკზე აკეთებდა

ძველი ანდაზის თახმად, ფორმა დროებითია, კლასი კი მუდმივი. როგორც ჩანს, ეს ყველაზე კარგად მაშინ ჩანს, როდესაც საქმე ფრანჩესკო ტოტის ეხება. 

რომას და იტალიის ნაკრების ლეგენდამ, რომელმაც ბუცები ლურსმანზე კარგა ხნის წინ ჩამოკიდა, ახლახან Lega Calcio 8-ის მატჩში (8-კაციანი გუნდებით) ითამაშა. გამონდი რომასა და ტოტი სპორტინგ კლუბის დაპირისპირებაში, 43 წლის ტოტიმ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმა შეასრულა. ფრანჩესკომ ბურთი წარმოუდგენელი ტრაექტორიით "ცოცხალ კედელს" გადაატარა და გაიტანა.

ფრანჩესკო ტოტი რომას ახალგზრდულ გუნდში 1989 წელს გამოჩნდა, სამი წლის შემდეგ კი მთავარ გუნდში მისი დებიუტიც შედგა. ფორვარდმა რომაში მთელი თავისი პროფესიონალური კარიერა გაატარა (1992-2017 წლებში), გუნდთან ერთად კი იტალიის ჩემპიონი და ორ-ორჯერ იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის მფლობელი გახდა.

კარიერის დასრულებისთანავე მან კლუბში დირექტორის თანამდებობა მიიღო, თუმცა ორი წლის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, კლუბი დატოვა.

📋 მეტი ამ თემაზე:

ტოტიმ იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 2000 წელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები