Thumbnail

როცა ტიტულები და რეკორდები საკმარისი არ არის - ლაშა ტალახაძეს ხმები სჭირდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლაშა ტალახაძისთვის 2019 წელი ტრიუმფალური გამოდგა
  • ქართველი ძალოსანი მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2019 წლის საუკეთესო ძალოსნების გამოსავლენად გამოკითხვის პროცესი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ტალახაძე უდაოდ მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანია და ამაზე მისი ტოტულები და რეკორდები მეტყველებს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია საუკეთესოს მაინც გულშემატკივართა ხმების რაოდენობით ავლენს.

ლაშა ტალახაძისთვის ხმის მისაცემად საჭიროა ამ ბმულზე გადასვლა და შესაბამისი ველების შევსება. პარალელურად, უნდა გამოვლინდეს 2019 წლის საუკეთესო ძალოსანი ქალი და შესაბამისად, ლაშასთან ერთად, ერთ-ერთი ძალოსანი ქალის არჩევაც აუცილებელია. 

ლაშა ტალახაძისთვის 2019 წელი ტრიუმფალური გამოდგა. ქართველი გოლიათი სექტემბრის მე-2 ნახევარში ტაილანდის ქალაქ პატაიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტის რანგში ჩავიდა, ყველა კონკურენტი დიდი უპირატესობით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა! ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა, 208, 215 და 220 კგ-იანი შტანგა დაძლია, თავისივე მიღწევა 2 კგ-ით გააუმჯობესა და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია - მორიგი რეკორდი

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია - მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაუჯერებელი, ფანტასტიკური და ფენომენალური შედეგი გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას - 264 კილოგრამი!!!

Posted by Silk Sport on პარასკევი, 27 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები