Thumbnail

ოლდ ტრაფორდი LEGO-სგან - მანჩესტერ იუნაიტედის აქცია არენის იუბილისთვის

  • მანჩესტერ იუნაიტედი კონსტრუქტორის მწარმოებელ LEGO-სთან თანამშრომლობს
  • ოლდ ტრაფორდის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არენის მოდელი შეიქმნა
  • მოდელი, რომელიც მაღაზიებში სულ მალე გამოჩნდება, 3898 დეტალისგან შედგება

მანჩესტერ იუნაიტედმა თავის ოფიციალურ საიტზე კონსტრუქტორის მწარმოებელ LEGO-სთან პარტნიორული შეთანხმების შესახებ გამოაცხადა. თანამშრომლობის ფარგლებში, კლუბის სტადიონის - "ოლდ ტრაფორდის" სპეციალური მოდელი დამზადდა, რომელიც ლეგენდარული არენის 110 წლის მოახლოებულ იუბილეს მიეძღვნა.

მანჩესტერ იუნაიტედის ფანები მშვენიერ საჩუქარს მიიღებენ

"ოცნებების თეატრის" მოდელი, რომელიც 16 წელზე ზემოთ ასაკის გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი, 1:600-ზე მასშტაბშია შექმნილი და 3898 დეტალისგან შედგება.

კომპლექტში "ოლდ ტრაფორდის" ისეთი დეტალებია შეტანილი, როგორიც "სამეულის" (ჯორჯ ბესტის, დენის ლოუსა და ბობი ჩარლტონის) ქანდაკება და მიუნხენის ტრაგედიის მემორიალური საათია.

მოდელი 3898 დეტალისგან შედგება

მოდელი 16 იანვრიდან LEGO-ს მაღაზიებში გამოჩნდება, 1-ელი თებერვლიდან კი, სტადიონის 110 წლის იუბილეზე, ხელმისაწვდომი ყველა მსურველისთვის იქნება.

მანჩესტერ იუნაიტედის არენა "ოლდ ტრაფორდი" 1910 წელს გაიხსნა. ამჟამად სტადიონი 75 ათასამდე მაყურებელს იტევს.

ოლე გუნარ სულშერის გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში გასული 22 ტურის შემდეგ, 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები