Thumbnail

ჰაცუ ბაშო | ტოჩინოშინის მე-2 მარცხი რიუდენთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰაცუ ბაშოზე მე-3 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინი რიუდენთან იორიკირის ილეთით დამარცხდა

32 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის სასტარტო სუპერტურნირზე მეორედ დამარცხდა.

ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა, დასავლეთის მე-8 მაეგაშირას, რიუდენს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ქართველის მეტოქემ მავაშში კარგი ჩავლება ვერ აიღო და 24-წამიანი ბრძოლის შემდეგ, ლევანი დოჰიოდან გადაიყვანა.

გორგაძის ბალანსი უარყოფითი გახდა - 1 მოგება და 2 მარცხი. ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 საჭიდაო დღეს მე-5 მაეგაშირა ენჰო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები