Thumbnail
  • მინესოტა ტიმბერვულვზი 104:117 ოკლაჰომა სიტი თანდერი
  • ახალგაზრდა კალათბურთელმა ისტორიული შედეგი დადო

პლეი ოფისთვის ბრძოლაში ოკლაჰომამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში მოიგო - სიტი თანდერმა მინესოტა სტუმრად 117:104 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ოკლაჰომას 21 წლის გამთამაშებელ შეი გილჯეს-ალექსანდერს, რომლის +/- კოეფიციენტი ყველაზე მაღალი, +23 იყო.

გილჯეს-ალექსანდერმა 36 წუთში სამმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა, 20 მოხსნა და 10 პასი!

ამ შედეგით SGA გახდა მეორე მცველი რასელ ვესტბრუკთან ერთად, რომელმაც ბოლო 30 წელიწადში შეასრულა სამმაგი დუბლი 20 ქულით და მოხსნით. ამაზე უფრო შთამბეჭდავი კი ის არის, რომ იგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა (პოზიციისგან დამოუკიდებლად) NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ეს შეძლო - წინა რეკორდი NBA-ს ლეგენდას, შაქილ ო’ნილს ეკუთვნოდა.

“თამაშის წინ მწვრთნელმა მითხრა, რომ სტატისტიკა უნდა გამეუმჯობესებინა. იგი ფიქრობს, რომ იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე აქამდე ვაკეთებდი და ამაში მეც ვეთანხმები,” - განაცხადა გილჯეს-ალექსანდერმა მატჩის შემდეგ.

ოკლაჰომადან საუკეთესო მსროლელი ამ თამაშში დანილო გალინარი გახლდათ, რომელმაც 30 ქულა დააგროვა. ცენტრმა სტივენ ადამსმა 13 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, დენის შრიოდერმა 14 ქულა ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ მინესოტას კარლ-ენტონი თაუნსი აკლდა. საუკეთესო დღე არ ჰქონდა ენდრიუ უიგინსსაც (10 ქულა, -22).

📺 ვიდეო: შეი გილჯეს-ალექსანდერის დიდი სამმაგი დუბლი

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები