Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 101:95 ფილადელფია სიქსერსი
  • გოგა ბითაძემ 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა
  • ქართველის +/- კოეფიციენტი +5 იყო

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ს რეგულარულ სეზონში 25-ე მატჩი მოიგო - 20 წლის ქართველი კალათბურთელის გუნდმა უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში უშუალო კონკურენტი ფილადელფია 101:95 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 მოგებითა და 15 მარცხით მე-5 ადგილზეა (ფილადელფია მე-6 პოზიციაზეა).

ქართველმა ცენტრმა ამ შეხვედრაში 4:14 წუთი ითამაშა და მის აქტივში 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასია. ბითაძემ ერთი 2-ქულიანი ჩააგდო და 3-ქულიანის მცდელობაც ჰქონდა, რაც უშედეგო აღმოჩნდა. ერთადერთი მოხსნა გოგას დაცვაში ჰქონდა. გარდა ამისა, მას 1 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა, +/- კოეფიციენტი კი +5 გამოუვიდა.

პეისერსიდან საუკეთესოები ბროგდონი და უორენი იყვნენ - მათ 21-21 ქულა დააგროვეს. ბროგდონს 9 პასიც ჰქონდა. დომანტას საბონისმა 10 ქულით და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა მაილს ტერნერს (14 ქულა, 10 მოხსნა). ჯოელ ემბიიდის არყოფნაში (ტრავმირებულია), ფილადელფიადან ბენ სიმონსმა 24 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა.

ინდიანა მომდევნო მატჩს 16 იანვარს, სტუმრად, მინესოტასთან გამართავს.

📺 ვიდეო: ინდიანა 101:95 ფილადელფია (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები