Thumbnail
  • ბარსელონა ოფიციალურ პოზიციას რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს
  • ვინ შეცვლის ერნესტო ვალვერდეს ბარსელონაში
  • Update: მოლოდინის მიუხედავად, ბარსელონამ 00:00-ზე ოფიციალური განცხადება არ გამოაქვეყნა

Catalunya Radio, Onda Cero, Football Espana და სხვა ესპანური წყაროები ერთად ადასტურებენ, რომ ბარსელონას დირექტორთა საბჭოს შეკრებაზე ერნესტო ვალვერდეს უკვე განუცხადეს, რომ იგი აღარ გაწვრთნის კატალონიურ გრანდს.

55 წლის ბასკი სპეციალისტის კონტრაქტის ვადა 5 თვეში სრულდება, თუმცა, როგორც ჩანს, ის ვერ დაასრულებს თავის 3-წლიან მოღვაწეობას ბარსელონაში დათქმულ ვადაში და გუნდს 2.5-წლიანი გაწვრთნის შემდეგ დაემშვიდობება. 

კლუბის ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალის შემდეგ აივსო, რომელიც ბარსელონამ მას მერე წააგო 2:3, რაც ამარცხებდა ატლეტიკოს. 

Guardian-ის სიდ ლოუს აზრით, მას მერე, რაც კლუბის ლეგენდა ჩავი ერნენდესმა ახლავე გუნდის გადაბარება იუარა (ის შეიძლება მოვიდეს ზაფხულში), ვალვერდეს შემცვლელის დასახელება რთულია. 

"მარკა" აქცენტს მაურისიო პოჩეტინოზე, გარსია პიმიენტაზე და კიკე სეტიენზე აკეთებს. "მარკას" ცნობით, დღეს პრესკონფერენცია არ იქნება, ადგილობრივი დროით 21:00-ზე (00:00 თბილისი) ბარსელონა ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს, მედიას კი ჟოზეპ ბარტომეუ და ერიკ აბიდალი 14 იანვარს წარუდგებიან. 

უფრო მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას 61 წლის კანტაბრიელი სპეციალისტი კიკე სეტიენი ჩაიბარებს, რომელიც ბოლოს სევილიურ ბეტისს წვრთნიდა.

მწვრთნელები, რომლებიც ბარსელონამ ბოლოს მოსნა

2002/03 - ვან გაალი (შეცვალა ანტიჩმა)

2000/01 - სერა ფერერი (შეცვალა რექსაჩმა)

1995/96 - იოჰან კრუიფი (შეცვალა რექსაჩმა)

1987/88 - ტერი ვენეიბლსი (შეცვალა არაგონესმა)

სხვათა შორის, სამწვრთნელო კარიერაში ერნესტო ვალვერდე მხოლოდ ერთხელ მოუხსნიათ - 2009/10 წლების სეზონში მას კარისკენ ვილიარეალმა მიუთითა.   

კომენტარები

ბოლო ამბები