Thumbnail

'ვნახე მისი ტრავმების ჩამონათვალი და ეს საოცარია' - დიდი ჩემპიონი ტოჩინოშინზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

2020 წლის პირველი სუპერტურნირი, ჰაცუ ბაშო ყოფილმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) 1-1 ბალანსით დაიწყო. ასპარეზობის პირველი დღის შემდეგ Abema TV-ზე ტოჩინოშინის ასპარეზობაზე კომენტარი იაპონელთა ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა იოკოძუნა ვაკანოჰონამ.

ვაკანოჰანა იგივე მასარუ ჰანადა სუმოს ელიტური დინასტიის წარმომადგენელი იყო, მან ხუთჯერ მოიგო იმპერატორის თასი. 90-იან წლებში ის და მისი უმცროსი ძმა ტაკანოჰანა ერთობ პოპულარულები იყვნენ დოჰიოზე. 48 წლის ვაკანოჰანას ხშირად იწვევენ ტელევიზიაში ექსპერტის სტატუსით. 

1993-1998 წლებში ვაკანოჰანამ იმპერატორის თასი 5-ჯერ მოიგო

"არც ისე დიდი ხანია გასული მას მერე, რაც ტოჩინოშინი ოძეკი გახდა, მაგრამ იყო ბევრი ტრავმა. უამრავი სამედიცინო სერთიფიკატი მისი ტრავმების შესახებ ახლახან პირველად ვნახე და საოცარია. ყველაფერი ამის შემდეგ ტოჩინოშინი ისევ ფეხზე დგას, აქტიური რიკიშია და იბრძვის. ვფიქრობ, ის შეძლებს კვლავ დაწინაურებას", - განაცხადა ვაკანოჰანამ. 

ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე ბაშოზე მე-8 მაეგაშირა რიუდენია (2:1 ურთიერთშეხვედრებში). თავად ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირას რანგში ასპარეზობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები