Thumbnail

ზამთრის თასი 2020 | ლეგენდათა ტურნირი ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დავით პეტრიაშვილის სახელობის ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება
  • 19 იანვარს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე ლეგენდათა ტურნირს უმასპინძლებს

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი 2020 წელს განახლებული ფორმატით გაიმართება. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, 19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გულშემატკივარი ლეგენდათა ტურნირს იხილავს.

წლევანდელ გათამაშებაში ზამთრის თასისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად, ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ. უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები მიიღებენ.

გუნდები ორ 3-გუნდიან ჯგუფში ასე გადანაწილდნენ:

ა ჯგუფი: ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი

ბ ჯგუფი: საქართველო, უეფა, ფიფა

ზამთრის თასი 2020-ის 19 იანვრის განრიგი

ზამთრის თასის ფარგლებში ლეგენდათა ტურნირი უკვე მეოთხე წელია იმართება. გასულ წლებში ტურნირის გამარჯვებული ორჯერ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები გახდა, ერთხელ კი, თურქეთის. 

ლეგენდების გათამაშებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიპოვა

ლეგენდათა ტურნირის პარალელურად, 18-19 იანვარს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები