Thumbnail

წლის დასაწყისში transfermarkt.com-მა ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ფასები განაახლა. საქართველოს ჩემპიონატში უკვე გვყავს ფეხბურთელი, რომელიც მილიონი ევრო ღირს - დინამო თბილისის კაპიტანი ნიკა ნინუა

20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი 2020 წლამდე €850 000 ღირდა, ნიჭიერი მოთამაშის ფასი ერთბაშად €150 000-ით გაიზარდა. ნინუა ზუსტად მილიონი ევრო ღირს და ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. 

ნიკა ნინუა საქართველოს ჩემპიონის სინით

მეორე ადგილზე საბურთალოს ფეხბურთელია. ექსჩემპიონის რიგებში ფასი სერიოზულად ნიკა მალისა და გიორგი კოხრეიძეს გაეზარდათ. 20 წლის მარჯვენა მცველის ფასი თითქმის გაორმაგდა, მალი €425 000 ღირდა და ახლა მისი ფასი €800 ათასია. 

მე-3 ადგილზეა ფლამარიონ ჯოვინო. 23 წლის ბრაზილიელი ახლახან ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჯოვინო აქამდე მხოლოდ €475 000 ღირდა, 2020 წლიდან კი €700 000 ღირს. 

მეოთხეზე ადგილზეც საბურთალოელია - 21 წლის შემტევი გიორგი კოხრეიძე €700 000 (+€250 000) ღირს.

მე-5 ადგილზე დინამო ბათუმის ახალწვეული გოდფრი ობოაბონაა. ის transfermarkt.com-მა უკვე შეიყვანა ეროვნული ლიგის სიაში, თუმცა ჯერ ამ ტურნირში არ უთამაშია. 29 წლის ობოაბონა, რომელსაც დინამო ბათუმი მალე ოფიციალურად გაიფორმებს, ნიგერიის ნაკრების ყოფილი მოთამაშეა და ის €650 000 ღირს. ის ამ ხუთეულში ერთადერთია, რომლის ფასმაც დაიკლო - €800 000 ღირდა, თუმცა ტრავმების გამო ბევრი გაუცდა. 

€500 000 ერთბაშად სამი ფეხბურთელი ღირს, საბურთალოელები სანდრო ალთუნაშვილი და ლუკა ლაკვეხელიანი, ასევე გორის დილადან დინამოში დაბრუნებული გიორგი კუცია. 

ათეულში €400 000 საბაზრო ფასით კიდევ 7 ფეხბურთელია. 

ეროვნული ლიგა. TOP 10

1. ნიკა ნინუა (დინამო თბ) €1 000 000

2. ნიკა მალი (საბურთალო) €800 000

3. ფლამარიონ ჯოვინო (დინამო ბთ) €700 000 

4. გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) €700 000

5. გოდფრი ობოაბონა (დინამო ბთ) €650 000

6. სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო) €500 000

7. ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო) €500 000

8. გიორგი კუცია (დინამო თბ) €500 000

9. ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ) €400 000

10. ნოდარ ქავთარაძე (დინამო თბ) €400 000

შენიშვნა: €400 000 ღირს ასევე ვაგნერ გონსალვეში, ლევან მჭედლიძე, მიკოლა კოვტალიუკი, როინ კვასხვაძე და მამუკა კობახიძე. 

20-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე ძვირი ეროვნულ ლიგაში გიორგი აბუაშვილია - დინამო თბილისის 16 წლის შემტევი €300 000 ღირს. 

ეროვნული ლიგა. TOP 5

1. დინამო თბილისი - €6 650 000

2. დინამო ბათუმი - €5 780 000

3. საბურთალო - €5 750 000

4. ლოკომოტივი - €4 250 000

5. დილა - €3 780 000

კომენტარები

ბოლო ამბები