Thumbnail

ოლ სტარის ახალი სიცოცხლე?! - იდეა, რომელიც გულშემატკივარს ძალიან მოეწონება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • საკალთბურთო ოლ სტარს მაყურებელი ყოველ წელს აკლდება
  • დემიენ ლილარდმა ახალი იდეა გაახმოვანა
  • მისი თქმით, სუპერვარსკვლავებმა ერთ-ერთზე ტურნირი უნდა ითამაშონ

იმ ფონზე, რომ კალათბურთი, განსაკუთრებით კი NBA, წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო პოპულარულია, ყველა ვარსკვლავის საკალათბურთო მატჩის, ე.წ. 'ოლ სტარი' სულ უფრო უინტერესო ხდება და კარგავს მაყურებელს. ჩატენვებისა და საკალათბურთო ტექნიკის, ე.წ. "სქილების' კონკურსზე სუპერვარსკვლავები მონაწილეობას ნაკლებად იღებენ, თავად შეხვედრა კი უინტერესოა. უკვე რამდენიმე წელია NBA-ში ყველა თანხმდება, რომ 'ოლ სტარი' აუცილებლად საჭიროებს რეფორმირებას, სხვანაირად, ის უბრალოდ მოკვდება.

ამ ფონზე ძალიან საინტერესო იდეა გაახმოვანა დემიენ ლილარდმა, პორტლენდის ლიდერმა და თავადაც 'ოლ სტარის' ოთხგზის მონაწილემ. მისი თქმით, ლიგის სუპერვარსკვლავებმა ოლ სტარზე ერთი-ერთზე ტურნირში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ამ ტურნირზე ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ ნახევარ კორტზე ერთ-ერთზე ითამაშებენ. იდეა ძალიან მაგარია და ოლ სტარს ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეუძლებელია არ მოგინდეს უყურო, თუ როგორ თამაშობს მაგალითად, ლებრონი იანისის წინააღმდეგ ერთი-ერთზე. ამ ტიპის ტურნირს გულშემატკივარის ინტერესი გარანტირებული აქვს. მხოლოდ იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ლილარდის იდეას ტრადიციული ოლ სტარის კრიზისის ფონზე ლიგის ხელმძღვანელობა სერიოზულად შეხედავს.

კომენტარები

ბოლო ამბები