Thumbnail
  • ძირითადი ბადისთვის 2 ქართველი ჩოგბურთელი იბრძოლებს
  • 14 იანვარს კორტზე მარიამ ბოლქვაძე გავა

ქართველი ჩოგბურთელები მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ქალაქ მელბურნში იმყოფებიან და მიმდინარე კვირაში ძალებს წლის პირველი სლემ-ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში სცდიან.

პირველი შეჯიბრში საქართველოს საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი ბოლქვაძე ჩაებმება, რომლის მეტოქეც 30-ე ნომრად განთესილი ამერიკელი კაროლაინ დოლეჰაიდი იქნება.

22 წლის ბოლქვაძეს მსოფლიო რეიტინგში 153-ე ადგილი უკავია, 21 წლის დოლეჰაიდი კი 148-ეა.
ქართულ-ამერიკული დაპირისპირება ხვალ დილით გახლავთ დაგეგმილი.

View this post on Instagram

getting ready 🐨🦘🐊❤️

A post shared by Mariam Bolkvadze (@mariam.bolkvadze.official) on

მოგვიანებით უწევს სასტარტო შეხვედრა 28 წლის გორგოძეს, რომელიც მე-18 ნომრად განთესილ სლოვენიელ კაია იუვანს გაეჯიბრება.

19 წლის იუვანი მსოფლიოს 129-ე ჩოგანია, გორგოძე კი კლასიფიკაციაში 210-ეა.

ეკატერინე გორგოძე

ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასასვლელად 3 მატჩის მოგებაა საჭირო.

წლის პირველი სლემ-ტურნირის საპრიზო ფონდი 48 973 315 დოლარია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები