Thumbnail

იუვემ ძირითადის მცველი დაკარგა - ევრო 2020-ს დემირალიც გამოტოვებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მერიჰ დემირალმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
  • რეაბილიტაციას სულ მცირე 6 თვე დასჭირდება
  • თურქი მცველი სეზონის მეორე ნახევარსა და ევრო 2020-ს გამოტოვებს

გუშინდელი რომა-იუვენტუსი ორი მძიმე ტრავმით დასრულდა. ნიკოლო ძანიოლოსთან ერთად, ტრავმის გამო ნაადრევად თამაშის დატოვება იუვეს ცენტრალურ მცველს, მერიჰ დემირალსაც მოუხდა. იქამდე სწორედ დემირალის გოლით გახსნა იუვემ ანგარიში.

დღევანდელმა ტესტებმა ყველაზე ცუდი პროგნოზები დაადასტურა - ისევე, როგორც ძანიოლოს, დემირალსაც ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი და მენისკი დაზიანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქი ფეხბურთელი იუვეს სულ მცირე 6 თვით გამოაკლდება, გამოტოვებს სეზონის მეორე ნახევარს და ევროპის ჩემპიონატს.

დემირალი ამ სეზონში ერთ-ერთი აღმოჩენა იყო. კიელინის მძიმე ტრავმის (ასევე გაწყვეტილი ჯვარედინი იოგები) და დე ლიხტის არასტაბილური თამაშის ფონზე, დემირალმა ბოლო ერთი თვეა იუვეს ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და ძალიან შთამბეჭდავი თამაშები ჩაატარა. მასთან ერთად იუვეს დაცვა უკეთესი იყო, ვიდრე დე ლიხტთან ერთად. ბოლო თამაშებია ჰოლანდიელი სწორედ თურქის კარგი თამაშის წყალობით დაჯდა სათადარიგო სკამზე.

კომენტარები

ბოლო ამბები