Thumbnail
  • გიორგი ცინცაძემ 18 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა
  • ალ შამალმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა

ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში წარმატებული თამაში ჰქონდა გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის ალ შამალს.

ქართველი ლეგიონერების გუნდმა შინ ალ აჰლის 85:64 სძლია და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გიორგი ცინცაძე გახდა, რომელმაც 31:32 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის მონაგარი 18 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა იყო.

გიორგიმ 5-ვე ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ცინცაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

გიორგი ცინცაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს 

გუნდს სარგებელი მოუტანა ბერიშვილმაც, რომელმაც 36:37 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

მიხეილმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

ალ შამალს 11 მატჩში 8 მოგება მოუგროვდა, მომდევნო მატჩს კი 15 იანვარს, ისევ შინ, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ალ გარაფასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები