Thumbnail
  • ჟან-კლერ ტოდიბო ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მცველია
  • ბარსაში მას სათამაშო დრო არ ჰქონდა და მისი განათხოვრება გადაწყვიტეს
  • ტოდიბოს მილანის ვარიანტი ჰქონდა, თუმცა შალკეში გადასვლა არჩია

ჟან-კლერ ტოდიბო ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მცველია. ტოდიბო ბარსელონაში გასულ წელს გადავიდა, ის მხოლოდ 20 წლისაა და დებიუტი აპრილში უესკასთან შეხვედრაში ჰქონდა.

ტოდიბოს თამაში დაცვაშიც შეუძლია და ნახევარდაცვაშიც. ამის მიუხედავად, "კამპ ნოუზე" მას საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონდა და ამიტომაც ორივე მხარე, როგორც თავად ფრანგი, ასევე კატალონელთა ხელმძღვანელობა, შეთანხმდა, რომ სეზონის მეორე ნახევარში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად განათხოვრება აუცილებელი იყო.

ტოდიბოს ხელში ჩაგდება მილანს დიდი ხანია სურდა და ბარსელონასთან მოლაპარაკებებში ჩართული იყო. კლუბები ერთ საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ -  მილანს ტოდიბოს გამოსყიდვის უფლებაც სურდა, ბარსა კი მისი გაშვებით არაა დაინტერესებული. გერმანული პრესის ცნობით, ტოდიბომ მილანს შალკე არჩია. "ბილდი" წერს, რომ ტოდიბო დიუსელდორფში ჩავიდა და დღეს  სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ფრანგს ძალიან კარგი პრესა აქვს. ვალვერდეს მისთვის სათამაშო დროის არმიცემის გამო მუდამ აკრიტიკებდნენ. ლოთარ მათეუსის თქმით, რომელიც ტოდიბოს შალკეში გადასვლას გამოეხმაურა, იგი საუკეთესო ახალგაზრდა მცველია, რომელიც მას ბოლო წლებში უნახავს.

კომენტარები

ბოლო ამბები