Thumbnail
  • გენტის თავკაცმა ესპანური შეკრებაზე ახალი სათამაშო სქემა გამოსცადა
  • იეს ტორუპმა გამოჯანმრთელებულ გიორგი ჩაკვეტაძეზეც ილაპარაკა

გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის გენტი ესპანური შეკრებიდან ბელგიაში დაბრუნდა. იეს ტორუპის გუნდმა შეკრებაზე ერთი ამხანაგური მატჩიც გამართა - ინგლოშტადტთან ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა, რომელშიც დუბლით ქვილითაია გამოირჩა. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო ჩაკვეტაძემ.

მეტი ამ თემაზე: VIDEO | ქვილითაიას დუბლი და ჩაკვეტაძის იმედი - გენტი ესპანეთში

გენტის მთავარმა მწვრთნელმა ესპანური შეკრება შეაფასა და გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა, რომელთან ერთადაც ახალი ტაქტიკური სქემა გამოსცადა. ტორუპმა გერმანულ გუნდთან სპარინგის დროს თამაში 4-4-2 სქემით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით გუნდი 4-3-3-ზე გადააწყო. 

"პირველი კვლავაც რჩება ჩვენს ძირითად სათამაშო სქემად, მაგრამ ასევე გვჭირდება გეგმა B და საამისაოდ მოთამაშეები გვყავს კიდეც. ვინაიდან 4-2-2 სქემით წარმატებით გამოვდიოდით, კვლავაც ასე ვითამაშებთ მატჩების 90-95%-ში. ამ სქემაში მოაზრებიან დევიდი და ჩაკვეტაძეც", - აქვეყნებს ტორუპის ნათქვამს voetbalnieuws-ს.

გენტის თავკაცმა ყურადღება გიორგი ჩაკვეტაძეზეც გაამახვალა, რომელიც ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გუნდს დეკემბერში დაუბრუნდა. 

"ჩაკვეტაძეს თავისი საუკეთესო ფორმისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია, მაგრამ ახლა უკვე აშკარად თავდაჯერებულად თამაშობს, რასაც რამდენიმე კვირის წინ ვერ ახერხებდა. წელიწადნახევრის წინ ის ჩვენი “ოქროს ბიჭუნა” იყო, მაგრამ ტრავმის გამო ხანგრძლივი დროით გამოგვაკლდა. მისი დაბრუნება ჩვენთვის ისეთივე სასიხარულო ამბავია, როგორც კარგი ფეხბურთელის ტრანსფერი", - ამბობს ტორუპი. 

გიორგი ჩაკვეტაძე ესპანურ შეკრებაზე

ბელგიის ჟუპილერ ლიგაში ჩატარებული 21 მატჩის შემდეგ, გენტს 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. ტორუპის გუნდი ჩემპიონატს 18 იანვარს, მუსკრონთან მატჩით დაუბრუნდება. უკვე თებერვალში კი ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გუნდს დაპირისპირება ევროპალიგის 1/16-ფინალში რომასთან მოუწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები