Thumbnail
  • ზიდანს რეალთან ერთად ცხრიდან ცხრა ფინალი აქვს მოგებული
  • ფლორენტინო პერესმა მატჩის შემდეგ მას 'ღვთის წყალობა' უწოდა
  • რეალი 0:0 (4:1/პენ) ატლეტიკო

ძალიან რთული 2019 წლის შემდეგ, ახალი წელი რეალისთვის წარმატებით დაიწყო. ზიდანის გუნდმა ესპანეთის სუპერთასის ფინალში დაძაბულ შეხვედრაში ატლეტიკო დაამარცხა.

რეალი ვალვერდეს გაძევების შემდეგ, 10 კაცით დარჩა და გამარჯვების მოპოვება მატჩის შემდეგ პენალტებში მოახერხა. ეს ზინედინ ზიდანის მორიგი ტიტული იყო მადრიდის რეალთან ერთად.

მადრიდის რეალმა 2020 წელი ტიტულის მოგებით დაიწყო

ატლეტიკოსთან გამარჯვება იმასაც ნიშნავდა, რომ რეალმა ზიდანის ხელში 2016 წლის შემდეგ მეცხრე ფინალი ჩაატარა და ცხრავე მოიგო: სამი ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ორი ესპანეთის სუპერთასის ფინალი, ორი ევროპის სუპერთასის ფინალი და ორი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი.

ფინალის შემდეგ სიხარულს არ მალავდა ფლორენტინო პერესიც:

"ზიდანმა ბევრი ტიტული მოიგო და მას უყვარს რეალი. ერთი წელიწადი დაისვენა და ახლა ახალი ენერგიით დაბრუნდა. ის ნამდვილი ღვთის წყალობაა".

კომენტარები

ბოლო ამბები