Thumbnail
  • სარი პირველ 60 წუთში იუვეს თამაშით კმაყოფილი იყო
  • გრძელი პასებით თამაში მისი სტილი არ არის
  • დიბალა შეცვლით უკმაყოფილი იყო, სარის ეს არ ანაღვლებს
  • დემირალის ტრავმა შესაძლოა სერიოზულია
  • რომა 1:2 იუვენტუსი

რომასთან გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თამაშზე ისაუბრა. მისი თქმით, იუვემ პირველი 60 წუთი ძალიან კარგად ითამაშა, შემდეგ კი მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა, რის გამოც რომას ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა:

"60 წუთი კარგად ვითამაშეთ, თუმცა, რაც არ მომეწონა, ის არის, რომ თამაშის ბოლოს მხოლოდ დაცვაში დგომასა და დროის გაყვანაზე ვზრუნავდით. ბურთი მხოლოდ ჩვენს ნახევარზე გვეჭირა იმის ნაცვლად, რომ შეგვეტია. ორჯერ კი კონტრშეტევებზე 3X1-ზე სიტუაცია ვერ გამოვიყენეთ".

სარიმ ისიც აღნიშნა, რომ მას არ მოსწონს, როდესაც იუვე გრძელი პასებით იწყებს თამაშს:

"მჯერა, რომ გრძელი პასები თამაში კარგი იდეა არ არის - ამან შეიძლება სეზონში 6-7 გოლი მოგვიტანოს, თუმცა იმასაც გამოიწვევს, რომ გოლს გავუშვებთ. მით უმეტეს, ჩვენ არ გვყავს ბევრი ისეთი ფორვარდი, რომელიც ჰაერში კარგად თამაშობს".

სარი დემირალის ტრავმას  და დიბალას შეცვლასაც შეეხო. დიბალა შეცვლის შემდეგ კმაყოფილი არ ჩანდა:

"შესაძლოა, დემირალმა სერიოზული ტრავმა მიიღო. ეს ხვალ დილას გვეცოდინება. შეცვლის შემდეგ გამოხატული უკმაყოფილება საერთოდ არ მადარდებს. გარედან ისე დავინახე, რომ შეცვლა აუცილებელი იყო და ეს გავაკეთე. ჩემი კარიერის მანძილზე არასოდეს მინახავს შეცვლით ბედნიერი ფეხბურთელი"

ამ გამარჯვების შემდეგ სარის იუვემ 2 ქულით გაასწრო ინტერს და პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები