Thumbnail
  • ბრუკლინი 108:86 ატლანტა
  • კაირი ირვინგი ტრავმის შემდეგ 21 ქულით დაბრუნდა

NBA-ში ბოლო სათამაშო დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი ტრავმის შემდეგ კაირი ირვინგის დაბრუნება იყო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კაირიმ სულ 19 წუთი ითამაშა, თუმცა 21 ქულის დაგროვება მაინც მოახერხა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

კაირისთან ერთად ბრუკლინმა აუტსაიდერი ატლანტა დაამარცხა და თავისი ადგილი პლეი ოფის ზონაში კიდევ უფრო გაიმყარა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულია ბრუკლინის კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი - კევინ დურანტი, რომელიც ამ სეზონში აქილევსის ტრავმის გამო საერთოდ ვერ ითამაშებს.

📺 ბრუკლინი 108:86 ატლანტა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები