Thumbnail

გამარჯვება რომში - იუვენტუსმა ლიდერობა დაიბრუნა, ძანიოლო და დემირალი დაშავდნენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რომა 1:2 იუვენტუსი
  • გოლები: 0:1 დემირალი (3), 0:2 რონალდო (10-პენ.), 1:2 პეროტი (68-პენ.)

სერია A-ს მე-19 ტურის ცენტრალური მატჩი რომში, 'სტადიო ოლიმპიკოზე' გაიმართა, სადაც რომამ იუვენტუსს უმასპინძლა. წინა დღეს, ინტერმა ატალანტასთან დაკარგა ქულები, რითაც ტურინელებმა ისარგებლეს და ლიდერობა დაიბრუნეს.

მატჩი იუვენტუსისთვის ძალიან კარგად დაიწყო. მე-3 წუთზე, დემირალმა გახსნა ანგარიში, მე-10 წუთზე კი კრიშტიანო რონალდომ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და სტუმრები ორი ბურთის სხვაობით დააწინაურა. განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, იუვემ ფორა მიიღო, დარჩენილი 80 წუთი კი ამ ფორის შესანარჩუნებლად საკმარისი აღმოჩნდა. 68-ე წუთზე, პეროტიმ თერთმეტმეტრიანით ერთი ბურთი გაქვითა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, 1:2. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

კრიშტიანო რონალდომ პენალტი გაიტანა

ორ იძულებით ცვლილებაზეც გავამახვილოთ ყურადღება: იუვეს გოლის ავტორი დემირალი დაუშავდა, ვინც დე ლიხტმა შეცვალა და მთელი 70 წუთი შესანიშნავად ითამაშა. ტრავმა მიიღო და საკაცით გაიყვანეს მოედნიდან ნიკოლო ძანიოლო, რომელიც სანამ მოედანზე იყო, ყველაზე აქტიური გახლდათ მასპინძელთა რიგებში. იუვენტუსს 48 ქულა აქვს და ლიდერია, 46 ქულით მეორე ინტერია, რომა კი 35 ქულით მეხუთე ადგილზეა.

📺 ვიდეო: რომა 1:2 იუვენტუსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები