Thumbnail
  • რეალი 0:0 (4:1/პენ) ატლეტიკო
  • მადრიდელებმა სუპერთასი მეთერთმეტედ მოიგეს

ზინედინ ზიდანის მადრიდის რეალმა ესპანეთის სუპერთასის მატჩში, თანაქალაქელი ატლეტიკო დაამარცხა და ტიტულს ისტორიაში მეთერთმეტედ დაეფულა.

ესპანეთის სუპერთასის მატჩს საუდის არაბეთის ქალაქმა - ჯიდამ უმასპინძლა, მეფე აბუდლას სახელობის სტადიონზე რეალმა მატჩი პენალტების სერიაში მოიგო.

⚽ რამოსის პენალტი

შეხვედრის ძირითადმა დრომ და დამატებითმა ტაიმებმა გოლის გარეშე ჩაიარა, თუმცა 115-ე წუთზე წითელი ბარათი დაფიქსირდა, მსაჯმა რეალის ურუგვაელი - ფედერიკო ვალვერდე მოედნიდან გააძევა.

ესპანეთის სუპერთასი 1982 წლიდან თამაშდება და ის რეალმა 11-ედ, გუნდის კაპიტნის - სერხიო რამოსის გატანილი პენალტით მოიგო, თუმცა აღშანიშნავია ტიბო კურტუას შესანიშნავი თამაშიც.

💥 მორატას შანსი

მატჩის 80-ე წუთზე ატლეტიკოს ინგლისელმა მარჯვენა მცველმა - კირან ტრიპიემ შეყოვნებული შეტევა ბრწყინვალე პასით განავითარა თუმცა მორატამ მარტივ სიტუაციაში გატანა ვერ შეძლო.

მანამდე მომენტი ჰქონდა რეალის ფედერიკო ვალვერდეს, რომელსაც ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მცველისგან მიუვიდა და საკუთარი თავური დარტყმული ვალვერდეს ფეხში მოხვდა და კარს ასცდა.

✋ კურტუას მოგერიებული პენალტი

საინტერესო ფაქტები

⚽ ზინედინ ზიდანმა რეალის მწვრთნელის რანგში 9 ფინალი ითამაშა და ყველა მოიგო.

⚽ ტიბო კურტუამ დღეს 11 დარტყმიდან, 9 მოიგერია... მათ შორის ერთ-ერთი პენალტი.

⚽ პირველად მოხდა, რომ ზედიზედ ორი მადრიდული დერბი უგოლოდ - 0:0 დასრულდა.

სუპერთასი | რეალი 0:0 (4:1/პენ) ატლეტიკო

სუპერთასი | რეალი 0:0 (4:1/პენ) ატლეტიკო

სუპერთასი | რეალი 0:0 (4:1/პენ) ატლეტიკო

სუპერთასი | რეალი 0:0 (4:1/პენ) ატლეტიკო

სუპერთასი | რეალი 0:0 (4:1/პენ) ატლეტიკო

კომენტარები

ბოლო ამბები