Thumbnail

პაპუნაშვილი რასინგში ითამაშებს – ქართველი სეზონის ბოლომდე გაანათხოვრეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ფეხბურთელი სანტანდერელთა ღირსებას 30 ივნისამდე დაიცავს
  • გიორგი პაპუნაშვილი რასინგს ლა ლიგა 2-ში დარჩენაში დაეხმარება

24 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი სეზონის ბოლომდე დარჩენილ ექვს თვეს ლა ლიგა 2-ს ბინადარ რასინგში გაატარებს.

სარაგოსამ, რომლის კუთვნილებაც გახლავთ ქართველი, აღნიშნული ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა. იგივეს ვხედავთ სანტანდერელთა საიტზეც, სადაც წერია, რომ პაპუ რაისინგში 30 ივნისამდე ითამაშებს.

საინტერესოა, რომ ქართველმა ლეგიონერმა სარაგოსელთა მაისურით ბოლო მატჩი გუშინ ჩაატარა და ესპანეთის თასის 1/32-ფინალში ხიმნასტიკთან მოგებულ (3:1) თამაშში გოლიც გაიტანა.

მიუხედავად ამისა, პაპუნაშვილის განათხოვრებაზე საუბარი ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიდიოდა და საბოლოოდ, შეთანხმებაც შედგა.

გიორგის ახალ კლუბს ლა ლიგა 2-ს 22 ტურის თავზე 19 ქულა აქვს და ბოლოსწინა – 21-ე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 16 იანვარს სტუმრად აუტსაიდერ ლა კორუნიის დეპორტივოსთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პაპუნაშვილის სარაგოსას რიგებში ჩემპიონატში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, თასზე კი ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები