Thumbnail

'ამის მომხრე ხარ როჯერ?' - გრეტა თუნბერგის კითხვას ფედერერმა უპასუხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფედერერმა აქტივისებს უპასუხა
  • "Credit Suisse ღუპავს პლანეტას, ამის მომხრე ხარ როჯერ?"

ჩოგბურთის ლეგენდამ - როჯერ ფედერერმა გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებს, მათ შორის გრეტა თუნბერგს უპასუხა და განაცხადა, რომ ის ამ საკითხს სრული სერიოზულობით უყურებს.

აქტივისტებმა ფედერერის კონტრაქტი გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც როჯერი შევეიცარიული კომპანიის Credit Suisse-ს სახე გახდა, აღნიშნული კომპანია კი საზღვარგარეთ ნავთობ მომპოვებელ სამუშაოებს აქტიურად აფინანსებს.

"Credit Suisse ღუპავს პლანეტას, ამის მომხრე ხარ როჯერ?" - მიმართეს ლოზანაში შეკრებილებმა ჩოგბურთელს. გრეტა თუნბერგმა კი მათი პოსტი ტვიტერზე გადააზიარა. პოსტში წარწერით 'გაიღვიძეთ' ეწერა, რომ კომპანია ნავთობ მომპოვებელ ბიზნესში ინვესტირებას ახდენს.

20 გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებული ამ კამპანიას მელბურნში გამოეხმაურა, სადაც ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობს "მე ამ საკითხს სერიოზულად ვუყურებ, როგორც ჩემი ოჯახი... აი ახლაც, ავსტრალიაში საშინელი ხანძრის ფონზე ვართ ამ ყველაფრის მომსწრე."

"ყველას დიდ პატივს ვცემ, მათ შორის ახალგაზრდა აქტივისტებს, რომლებიც ნამდვილად კარგი მაგალითი არიან ჩვენთვის. რაც შეეხება ჩემ კონტრაქტს ამ კომპანიასთან, მე გამუდმებით ვაწარმოებ დიალოგს ჩემ სპონსორებთან და მათ ახლახანს განაცხადეს, რომ რამდენიმე თვეში პარიზის კონვენციას შეუერთდებიან და მსგავს ბიზნესში ინვესტირება აღარ მოხდება."

როჯერ ფედერერი ოთხშაბათს მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელიც ავსტრალიაში ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებს ფინანსურად დაეხმარება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები