Thumbnail

ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე ისევ უკან დაიბრუნა. როგორც წინა შემთხვევებში, 20 წლის ქართველმა ცენტრმა განვითარების ლიგის წევრ ფორტ ვეინის ღირსება მხოლოდ ერთ მატჩში დაიცვა, ახლა კი, კვლავ პეისერსის მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მედ ანტსმა G ლიგაში ვინდი სიტი ბულსთან 112:120 წააგო, ბითაძემ კი 44 წუთში 25 ქულა, 20 მოხსნა (7 შეტევაში), 8 დაფარება, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა 15-დან 10 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

საინტერესოა, რომ ქართველ ლეგიონერს ფორტ ვეინში 3 მატჩი მოუგროვდა და სამივე შემთხვევაში, გუნდს ორმაგი დუბლით ეხმარებოდა, დღევანდელ შეხვედრაში კი ტრიპლ-დაბლამდე ცოტა დააკლდა.

ახლა, გოგა პეისერსთან ერთად NBA-ს მორიგი მატჩისთვის მოემზადება, რომელიც 14 იანვრის დილას არის დაგეგმილი, ინდიანელთა მეტოქე კი ფილადელფია სიქსერსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები