Thumbnail

ქართველმა ხელბურთელებმა შესარჩევი ციკლი მოულოდნელი წაგებით დაასრულეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კოსოვო 30:21 საქართველო
  • საქართველოს ნაკრებს ფინელებთან მატჩები ელის

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მოულოდნელი მარცხით დაასრულა.

ნიკოლა მაქსიმოვიჩის შეგირდებმა გუშინ იტალიას 28:25 სძლიეს და კოსოვოსთან აშკარა ფავორიტებად მოიაზრებოდნენ, თუმცა, დიდი ანგარიშით – 21:30 (13:18) წააგეს.

როგორც სჩანს, ქართველმა ხელბურთელებმა იტალიის ქალაქ ბენევენტოში მიმდინარე ტურნირზე მთელი ძალები სწორედ მასპინძლებს შეალიეს და დღეს, საკუთარ თავს არ ჰგავდნენ.

ჩვენს გუნდში 5 გოლით საუკეთესო ცხოვრებაძე იყო, 4-4 ბურთი გაიტანეს არსენაშვილმა, ჭანტურიამა და ორჯონიკიძემ, ხოლო აბრამიშვილმა, კალანდაძემ, მაისურაძემა და ცინცაძემ თავი თითოჯერ გამოიჩინეს.    

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან 24:29 წააგო და შემდეგ ეტაპზე სწორედ კარპატელებმა გააღწიეს, ხოლო თუ რომელ ადგილზე გავა ჯგუფში საქართველო, რუმინეთისა და იტალიის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ახლა, ქართველი ხელბურთელები გეზს შინისკენ აიღებენ და მზადებას დაიწყებენ ჩვენი ნაკრებისთვის უფრო მნიშვნელოვანი – ევრო 2022-ის პლეიოფისთვის – 16 და 19 იანვარს ფინეთთან.

სუომელებთან მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდს დაიწყებს ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად.

საქართველო-ფინეთის პირველი მატჩი 16 იანვარს 19:00 საათზე დაწყება თბილისის სპორტის სასახლეში. საპასუხო შეხვედრა 19 იანვარსაა დაგეგმილი ქალაქ რიიჰიმიაკიში.

კომენტარები

ბოლო ამბები