Thumbnail
  • გრან კანარია 72:89 ბასკონია
  • შენგელია მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონია ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას ესტუმრა და 89:72 მოიგო, ჩვენებურმა კი ჯამში 23 ქულა ჩააგდეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 34:16 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თორნიკე სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ ამერიკელ შეივონ შილდსს (24) ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა ჰქონდა აქტივში ილიმანე დიოპს.

თორნიკე შენგელია გრან კანარიელთა გარემოცვაში

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 23:47 წუთში თავი 8 ქულას მოუყარა.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:40 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ბექამ 3-ვე ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ბასკონია 8 მოგებითა და 9 მარცხით მე-11 ადგილზეა, გრან კანარია კი იდენტური მაჩვენებლებით მეთორმეტეა.

მომდევნო ტურებში, 18-19 იანვარს, ბასკები მადრიდის რეალს ესტუმრებიან, კანარელები კი გასვლით შეხვედრაში სარაგოსას გაეჯიბრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები